|
2016-03-31 15:43:31, 390 ნახვა
პოლიტიკა
გია ნოდია: „რესპუბლიკური პარტია“ გაორებულ პოზიციაში აღმოჩნდა
თავადაც არ არიან დარწმუნებულები, რომ შეძლებენ ამ რეჟიმში მუშაობას - თან მთავრობაში იყონ და თან ფაქტობრივად ოპოზიციური საარჩევნო კამპანია ჩაატარონ, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ნოდია „რესპუბლიკელების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. როგორც პოლიტოლოგმა „ექსპრესნიუსთან“ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა „რესპუბლიკური პარტია“ გაორებულ პოზიციაში აღმოჩნდა. ნოდიას შეფასებით, იმ ტიპის კოალიცია, რაზეც „რესპუბლიკელები“ მიანიშნებენ ძალიან რთული იქნება, ვინაიდან ეს გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟით არის შექმნილი. „მათ შეუძლიათ მიანიშნონ რაღაც ევროპულ გამოცდილებაზე. საუბარი მაქვს ისეთ ვითარებაზე, როდესაც პარტიები კოალიციურ მთავრობაში შედიან, მაგრამ არჩევნებისთვის ცალ-ცალკე ემზადებიან და ცალ-ცალკე ატარებენ საარჩევნო კამპანიას. ჩემი აზრით, საქართველოში ამის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ჩვეულებრივი კოალიცია არ არის. ის არის გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟის ქვეშ. ალბათ რაღაც გაორებულ პოზიციაში აღმოჩნდებიან. მათ განცხადებაშიც ჩანს მათი გაორებულობა. ჯერ-ჯერობით რჩებიან თანამდებობებზე, მაგრამ შემდგომ თანდათანობით ეტაპობრივად ამ საკითხებს გადაწყვეტენ. თავადაც არ არიან დარწმუნებულები, რომ შეძლებენ ამ რეჟიმში მუშაობას - თან მთავრობაში იყონ და თან ფაქტობრივად ოპოზიციური საარჩევნო კამპანია ჩაატარონ“, - აცხადებს ნოდია. პოლიტოლოგის თქმით, პარტიის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ პარტია საპარლამენტო ფრაქციებთან მუშაობაში ხედავს პრობლემებს. ნოდია არც იმას გამორიცხავს, რომ ვითარება მთავრობაშიც გართულდეს. „ჯერჯერობით ასე ჩანს განცხადებიდან, რომ „რესპუბლიკელები“ კვირიკაშვილს თავის მეკავშირედ მიიჩნევენ. თვლიან, რომ კვირიკაშვილთან მუშაობა შეუძლიათ, მაგრამ აი კოალიციაში საპარლამენტო შემადგენლობაში ხედავენ უფრო მეტ პრობლემებს. შეიძლება ასე გაგრძელდეს - პარლამენტში მათ დამოუკიდებელი პოზიცია ჰქონდეთ, თუმცა ძირითადად „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იმოქმედონ და ამავე დროს მთავრობაში იმუშავონ პრემიერ-მინისტრთან ერთად, თუმცა შესაძლებელია ვითარება გართულდეს“, - განაცხადა გია ნოდიამ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას. ცნობისთვის, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ საზოგადოებას პარტიის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. რომლის მიხედვითაც, "რესპუბლიკელები" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტია კოალიციას დაუყოვნებლივ დატოვებს, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი ეტაპობრივად წარიმართება.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)