17:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 14:14:44, 372 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: „რესპუბლიკელები“ და „ქართული ოცნება“ პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან

„რესპუბლიკური პარტია“ და „ქართული ოცნების“ პარტია დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ეს არის ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვიათარებაში და წინსვლაში. მისივე თქმით, სხვანაირად დემოკრატიული სისტემა არის წარმოაუდგენელი. 
„ჩვენ რესპუბლიკურმა პარტიამ, ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენი მოქმედებებით ქვეყნის სტაბილურობას არ დავაზიანებთ. ჩვენ იმიტომ, არ მივდივართ ოპოზიციაში, რომ ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ჩვენ ერთად ვმართავთ ქვეყანას და კარგად გვესმის, ის რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა და კოალიციის დაშლა სირთულეებს შექმნის“, - განაცხადა უშუფაშვილმა. 

დავით უსუფაშვილის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება, რომელიც კვირას მიიღეს, ეს არის გადაწყვეტილება პარტიის, მაგრამ ეს არ არის გადაწყვეტილება მიღებული მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის გადმოსახედიდან.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, როგორც პარტიის. ამ რეალობაში ჩვენ რა თქმა უნდა ვიღებთ ამ გამოწვევას, რომელიც არის ნორმალური მოვლენა მრავალ პარტიული ცხოვრებისთვის. მოგეხსენებათ, იქ სადაც კოალიციები იქმნება, იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამარტავად. რაც შეეხება არჩევნებს, პარტიები გადიან ან ცალცალკე ან საარჩევნო ბლოკებათ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, ცხოვრება გრძელდება, არანაირი შეშფოთების საფუძველი ქვეყნის და მისი მართვის არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics