|
2026-03-21 13:43:09, 4324 ნახვა
საზოგადოება
22 მარტს, 02:00 საათიდან მოქალაქეები სამების ტაძარში ვეღარ შევლენ
22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე, მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ, რადგან ტაძარი მსახურებისთვის უნდა მოამზადონ. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მათი ცნობით, ამ დროს მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში, გაჩერდნენ, თუმცა უშუალოდ ტაძარში ვერ შევლენ. ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი საქართველოში 11 საათზე ჩამოფრინდება, 12 საათზე კი დაიწყება წესის აგება. წირვაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო, 12 მღვდელი და 7 დიაკონი. "მსოფლიო პატრიარქი ჩამოფრინდება 11 საათზე თვითმფრინავით და პირდაპირ აეროპორტიდან მოვა. იმედია, რომ ეს რეისი არ დააგვიანებს და თუ ყველაფერი ზუსტად განრიგის მიხედვით არის, 12 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი. წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მარტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და სინოდის წევრები. [...] გადაწყდა, რომ 12 მღვდელი იქნება და 7 დიაკონი." - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)