11:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 11:43:02, 3310 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი: ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანში მიზნების მოღწევასთან ძალიან ახლოს არიან.

"

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, რამდენადაც ახლო აღმოსავლეთში, ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი უზარმაზარი სამხედრო ძალისხმევის ეტაპობრივად დასრულებას განვიხილავთ. [ჩვენი მიზნებია]:

1. ირანის სარაკეტო, გამშვები დანადგარებისა და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობის სრული განადგურება; 2. ირანის თავდაცვითი ინდუსტრიის განადგურება; 3. მათი ფლოტისა და საჰაერო ძალების, მათ შორის, საზენიტო შეიარაღების განადგურება; 4. არ დავუშვათ ირანის მიახლოება ბირთვულ შესაძლებლობებთან და ყოველთვის იმ პოზიციაში ყოფნა, სადაც აშშ-ს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად ჰქონდეს რეაგირება ასეთ სიტუაციებში, თუკი ეს მოხდება; 5. ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, ქუვეითისა და სხვების უმაღლეს დონეზე დაცვა.

ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ გაკონტროლდება, რომლებიც მას იყენებენ - აშშ ამას არ გააკეთებს! თუ გვთხოვენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს ამ ძალისხმევაში, მაგრამ ეს აუცილებელი აღარ იქნება, როდესაც ირანის საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ეს მარტივი სამხედრო ოპერაცია იქნება", - ამბობს ის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics