|
2026-03-20 20:57:42, 2761 ნახვა
საზოგადოება
იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წინამძღვარმა ისიდორემ ილია მეორის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინა
იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წინამძღვარმა ისიდორემ ილია მეორის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინა. „გოლგოთაზე ტრისაგიონი საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის სულის ხსოვნისა და მარადიული განსასვენებლისთვის, უხუცესის, კიდობნის მცველისა და აღდგომის ეკლესიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსის, ისიდორეს მიერ“, – ნათქვამია იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)