|
2026-03-20 16:11:00, 2243 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: არაა შორს ის დღე, როცა დავაყენებთ საკითხს უწმინდესის კანონიზაციის შესახებ
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, "არ არის შორს ის დღე, როდესაც დააყენებენ საკითხს უწმინდესის კანონიზაციის შესახებ". ეს განცხადება მან სამებაში, ჟურნალისტებთან გააკეთა. "რატომ არის კიდეც მნიშვნელოვანი, მასთან ახლოს მისვლა და შეხება მის სხეულთან და საფლავთან - მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ დავაყენებთ საკითხს მისი უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ და ეს არგუმენტი, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ნიშანი წმინდანობის არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, გარდა ამისა, უკვე არის ასეთი შემთხვევები, განკურნების, სასწაულების მოხდენის და მიდით და სთხოვეთ და შეგისრულებთ, ნახავთ, თუ ასე არ იქნება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია II-ს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)