23:46 - 22 Jul, 2026
|
2026-03-20 13:31:38, 3071 ნახვა
მსოფლიო
ირანი ადასტურებს რევოლუციური გვარდიის სპიკერის და ბასიჯის ძალების მეთაურის სიკვდილს
ირანი ადასტურებს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) პრესსპიკერის ალი მოჰამედ ნაინისა და ირანის გასამხედროებული დაჯგუფება ბასიჯის ძალების ერთ-ერთი მეთაურის ესმაილ აჰმადის სიკვდილს. Iran International წერს, რომ ალი მოჰამედ ნაინი პარასკევს დილით ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშებს ემსხვერპლა. მედია წერს, რომ ეს მოხდა "სულ რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც მოჰამედ ნაინმა განაცხადა, რომ მიმდინარე ომის მიუხედავად, რაკეტების წარმოება გაგრძელდა". რაც შეეხება ესმაილ აჰმადს - რევოლუციური გვარდიის კორპუსთან დაკავშირებულმა სააგენტო Tasin-მა დაწერა, რომ ის ბასიჯის ძალების "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი" იყო და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირად მიიჩნეოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)