|
2026-03-20 13:04:57, 1869 ნახვა
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე: დაკრძალვის მსახურება 09:00-ზე დაიწყება, მსოფლიო პატრიარქი 12:00-ზე მივა
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე ლიტურგიული მსახურება დილის 9 საათზე დაიწყება. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში 12 საათისთვის მივა და განსვენებულ პატრიარქს მღდველმთავრებთან ერთად წესს აუგებს. მრევლი ეზოში შეიკრიბება. იქნება სიტყვით გამოსვლები და ქადაგებები ილია მეორის შესახებ. დაკრძალვის დღეს ტაძარში შეზღუდვებიც იმოქმედებს. სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრები შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ საშვებით დაიშვებიან. "კვირის მსახურება დაიწყება დილით 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად" - თქვა მედიასთან სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)