|
2026-03-20 12:24:25, 1893 ნახვა
საზოგადოება
ბაირამობის ლოცვა ბათუმში, მუფთმა ქვეყანას პატრიარქის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოუცხადა
მუსლიმები დღეს, 20 მარტს, რამადან ბაირამს აღნიშნავენ. გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, მორწმუნეები დილიდან ბათუმის ორივე მეჩეთში შეიკრიბნენ. მლოცველთა სიმრავლის გამო ბაირამის ლოცვაზე მისულთა ნაწილმა ღია ცის ქვეშ ილოცა. დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ლოცვის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა. „მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელ მრევლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესი იყო რელიგიათაშორისი ურთიერთობის პატივისცემის, მშვიდობის, საზოგადოებრივი ერთიანობის განმტკიცების საქმეში,“ – თქვა ადამ შანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ბაირამის ლოცვა აღესრულა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ახალ მეჩეთშიც. რამადან ბაირამს წინ უძღვის ერთთვიანი მძიმე მარხვა. მორწმუნეები ერთი თვის განმავლობაში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საკვებს და წყალს არ იღებენ. მძიმე მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)