|
2026-03-20 12:21:39, 3012 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელების მხოლოდ 7% უჭერს მხარს აშშ-ის სახმელეთო ოპერაციებს ირანში
ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებას გასცემს, თუმცა ცოტა თუ უჭერს მხარს ამას. ეს Reuters/Ipsos-ის მიერ ხუთშაბათს დასრულებული გამოკითხვის შედეგია. ამერიკელების დაახლოებით 65% თვლის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებას გასცემს, თუმცა ამ იდეას მხოლოდ 7% უჭერს მხარს. სამდღიანმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოებაში ტრამპის საერთო მოწონების რეიტინგი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და 40% შეადგენს. ეს 1 პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა, რომელიც ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ოპერაციის დაწყებისთანავე, 28 თებერვალს ჩატარდა. გამოკითხვას, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 1545 ზრდასრული ამერიკელი მონაწილეობდა, ცდომილების ზღვარი დაახლოებით 3 პროცენტული პუნქტია. მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანს თითქმის სამი კვირის წინ შეუტიეს და ირანმა დარტყმებით უპასუხა, ახლო აღმოსავლეთში 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. ხუთშაბათს, რეპორტიორის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ტრამპმა განაცხადა, რომ „არსად არ აგზავნის ჯარებს“ და დასძინა: „რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად არ გეტყოდით“. მედიის ცნობით, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცის განლაგებას აჩქარებს. მედია ასევე იუწყება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნის ვარიანტებს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)