|
2026-03-19 15:57:02, 1534 ნახვა
საზოგადოება
გადასცდა და სისხლდენა დაეწყო წყლულიდან – მეუფე ნიკოლოზი და მეუფე დანიელი პატრიარქზე
ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს "გადასცდა და სისხლდენა დაეწყო კუჭის". მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. "გადასცდა და სისხლდენა დაეწყო კუჭის, მე ვიკითხე, რა თქმა უნდა, დეტალურად გამოვიკითხე ყველაფერი და კუჭის წყლული ჰქონდა და ეს წყლული გაეხსნა. ოღონდ, მართალი გითხრათ, ეს დიდი შეკითხვაა ძალიან, რატომ გაიხსნა ასე ეს წყლული და ამდენი სისხლი რატომ გამოუვიდა, ე.ი. მოედინებოდა ღვარად ეს სისხლი, ამოხდა. [...] ვკითხოთ რეანიმატოლოგებს ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ. [...] პატრიარქი ისეთი დიდი პიროვნებაა და ის რომ ის არსებობდა, რომ მან დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა ეს ყველანაირ ეჭვებს, ყველანაირ კითხვებს ფარავს" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა. მეუფე დანიელის თქმით, პატრიარქს საკვების მიღებისას "რაღაც გადასცა", რამაც მძიმე შეგრძნებები გამოიწვია. "ეს დიდი საიდუმლოებაა, რატომ დაუშვა უფალმა პატრიარქის გასვლა მაინდამაინც დღეს, დიდ მარხვაში და მაინცდამაინც წელს ამას მინდა დიდი ყურადღება მივაქციოთ. ჩვენ ძალიან ვემზადებოდით, რომ 50 წელი აღგვენიშნა პატრიარქობის და მინდა გითხრათ, ექიმები ამბობდნენ, რომ მას შეუძლია რამოდენიმე წელი იცოცხლოს, სუსტად არის, მას აქვს რაღაც ქრონიკული სნეულებები, მაგრამ ის სტაბილური იყო, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი აბსოლუტურად მოქმედი იყო. [...] რაღაც შემთხვევა მოხდა, პატრიარქის ეს გაუარესება ჯანმრთელობის, შემთხვევის ამბავია, მაგრამ ეს უფალმა დაუშვა. საკვების მიღებისას, მას რაღაც გადასცდა, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შეგრძნებები, წნევის დაცემა და ამ საერთო მდგომარეობამ გააუარესა მისი მდგომარეობა, ამ პროცესმა გამოიწვია წყლულიდან სისხლის დენა, რაც გვიან აღმოჩნდა, მერე ამის ოპერაცია უკვე შეუძლებელი იყო, მისი გადარჩენა. მოკლედ ეს მოხდა უცებ, წამის ყოფით". - განაცხადა მეუფე დანიელმა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)