|
2026-03-18 13:44:46, 1624 ნახვა
პოლიტიკა
არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერები - ვგლოვობთ პატრიარქის, ილია II-ის დაკარგვას
არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა ღრმა მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. „არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა, სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სადაც გლოვობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკარგვას. მისმა უდიდებულესობამ, ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა, ვიცე-პრეზიდენტთან, ვიცე-პრემიერთან და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარესთან, მისმა უდიდებულესობამ შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან ერთად, მსგავსი სამძიმრის წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს“, - იტყობინება არაბული მედია. 93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი. ის 17 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კუჭიდან მასიური სისხლდენით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)