|
2026-03-17 13:19:23, 1264 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება
ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, უკვე მეოთხე წელია, რაც თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორია. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს თოჯინური ხელოვნების განვითარებას, ბავშვებსა და მოზარდებში კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციასა და რეგიონული თეატრების გაძლიერებას. თოჯინების თეატრების გაერთიანება თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, ბორჯომისა და გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრებს მოიცავს. ბაზისბანკის მხარდაჭერით, გაერთიანება ყოველწლიურად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც თეატრალურ სფეროში ახალი სიტყვის თქმისა და შემოქმედებითი ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა. მიმდინარე წელს გაერთიანება მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს. დაგეგმილ პრემიერებს შორის გამოსარჩევია: „თოვლის გუნდა“, რომელიც ცნობილი მულტფილმის „გოგონა და თოვლის გუნდა“ საავტორო სიუჟეტს ეფუძნება და თბილისის თოჯინების თეატრი წარმოგვიდგენს, ასევე, იგეგმება სპექტაკლის „ბატის ჭუკის“ პრემიერა ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, ოტია იოსელიანის არაკების მიხედვით პრემიერას ქუთაისის თოჯინების თეატრი წარმოგვიდგენს, ხოლო ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი იწყებს მზადებას სპექტაკლისთვის „უღუ და თეთ“. აღსანიშნავია, რომ თბილისის თოჯინების თეატრში დაწყებულია მზადება სპექტაკლზე „სალამურა“. სპექტაკლის პრემიერების გარდა იგეგმება კვირეული ახლადგახსნილ გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, სადაც თოჯინების თეატრების გაერთიანების ყველა დასი მიიღებს მონაწილეობას და გურჯაანელ მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს წარუდგენს. გარდა ამისა დაგეგმილია გასტროლები საქართველოს რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს კულტურული პროცესების დეცენტრალიზაციას და მაღალი ხარისხის თეატრალური დადგმების ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. „კერძო სექტორისა და კულტურული ინსტიტუციების ასეთი მყარი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია თეატრალური ხელოვნების სიცოცხლისუნარიანობისთვის. ბაზისბანკის მხარდაჭერა შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი რესურსი მივმართოთ შემოქმედებითი ხარისხის ამაღლებაზე და კიდევ უფრო მეტ პატარა მაყურებელს ვაჩუქოთ თეატრალური დღესასწაული. ეს არ არის მხოლოდ სპონსორობა, ეს არის საერთო პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე,“ - აღნიშნა თოჯინების თეატრების გაერთიანების დირექტორმა, ნიკა საბაშვილმა. „მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკსა და თოჯინების თეატრების გაერთიანებას შორის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა წელსაც გრძელდება. საგულისხმოა, რომ გაერთიანება ბევრ საინტერესო პროექტს სთავაზობს სხვადასხვა ასაკის მაყურებელს. ბაზისბანკს კულტურის სფეროს მხარდაჭერის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, წლევანდელი თანამშრომლობაც ნაყოფიერი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თოჯინების თეატრის განვითარებაში,“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის თეატრალური ხელოვნების უმსხვილესი მხარდამჭერია. ბანკი არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და თოჯინების სახლის გენერალური სპონსორი. ბაზისბანკი მუდმივად მხარს უჭერს კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)