|
2026-03-16 15:30:09, 13505 ნახვა
კომენტარი
კუპრაძე - არ აქვს სალაპარაკო ლელოსთან - თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა
“არ აქვს სალაპარაკო "ლელოსთან" - თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა. - წერს სოციალურ ქსელში ლელო-ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. “არ აქვს სალაპარაკო "ლელოსთან" - თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა. "ქართული ოცნება" ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით... რეჟიმს მოუწევს დიალოგის და მოლაპარაკების დაწყება საქართველოს მოსახლეობასთან და პოლიტიკურ ძალებთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა... "ლელოს" ეს განცხადება პაპუაშვილისთვის არ გაუკეთებია, ჩვენი განცხადება არის დოქტრინა - როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო პაპუაშვილისნაირებმა შეიყვანეს და დატოვეს დაუცველი საერთაშორისო საფრთხეების წინაშე!" - წერს კუპრაძე. "მათ ჩვენთან, ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს - ასე უპასუხა ლელოს შეთავაზებას დიალოგზე დღეს პაპუაშვილმა. 15 მარტს ლელო ძლიერი საქართველო გამოვიდა ინიციატივით "გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის".
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)