|
2016-03-31 09:26:58, 355 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი დონალდ რამსფელდს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტს და აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი საქართველო - აშშ-ს ურთიერთობებს და რეგიონში არსებულ გართულებულ მდგომარეობას და საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს შეეხო. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნები საკუთარ მომვალთან დაკავშირებით ერთიანი ხედვით გამოდიან. ცენტრალური აზიის, კავკასიის, შავი და კასპიის ზღვების რეგონების ლიდერები საკუთარ მომავალს პარტნიორობასა და თანამშრომლობაში ხედავენ, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების საფუძველი გახდება, როგორ აღმოსავლეთის ასევე, ევროპის ქვეყნებისათვის. „საქართველოს როლი სწორედ ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. საქართველო ცდილობს განვითარდეს, როგორც დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფს მთელი რეგიონისათვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, კულტურული ურთიერთობების უსაფრთხოებას", - განახადა საქართველოს პრზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ავითარებს მჭიდრო ურთიერთობებს ახლო მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ერთობლივი პროექტები უკავშირდება როგორც ენერგომატარებლებს, კასპიის ზღვიდან შავი ზღვის რეგიონისაკენ, ასევე სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ მიმართულებებს. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია „ლაპის ლაზული", დღეს აქტიური განხილვები მიმდინარეობს თურქმენეთთან ამ პროექტთან დაკავშირებით და რომელიც ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს მოიცავს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მხარეებმა შეხვედრისას განვიხილეს პროეტი, რომელიც 2019 წელს დასრულდება და გულისხმობს საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისათვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკაში ჩაერიოს და განსაზღვროს იგი. „რუსეთის შემოიჭრა ქართულ მიწაზე სამხედრო აგრესიით, რათა შეეფერხებინა საქართველოს განვითარება, საქართველოს განვითარების შეჩერება კი ნიშნავს ყველა იმ შესაძლებლობების დახურვას, რომელსაც ჩვენი პარტნიორები ერთობლივად მოელიან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს უსაფრთხოება, რომელიც კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და საქართველოსა და რეგიონისათვის უკეთესი მომავლის განსაზღვრას გულისხმობს. დონალდ რამსფელდთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებს შეხვდა, რომლებიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალგაზრდა ლიდერები არიან. დონალდ რამსფელდმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისა და ფონდის სტიპენდიანტებთან დისკუსიისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან აზიის ქვეყნების ბიზნესისა და სამთავრობო სექტორების ახალგაზრდა ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყნებს მოახმარონ. დონალდ რამსფელდმა შეხვადრაზე აღნიშნა, რომ რამფელდის ფონდის სტიპენდიანტების მომდევნო, ყოველწლიური შეკრება ივნისში, საქართველოში ჩატარდება. „საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, იგი მაგალითია რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის დემოკრატიისა და პროგრესის თვალსაზრისით",- აღნიშნა რამსფელდმა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, იგი მოხარულია, რომ ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველო უმასპინძლებს და უზრუნველყოფს ახალგაზრდა და ნიჭიერი ლიდრებისათვის მუდმივ დიალოგსა და ურთიერთობის შესაძლებლობას. საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდს მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციიის პროცესში გაწეული მტკიცე მხარდაჭერისათვის.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)