|
2026-03-12 10:29:03, 2336 ნახვა
საზოგადოება
სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად ხუთი სახლი დაინგრა, მოხდა 38 ოჯახის ევაკუირება
ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა. როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოაჯხის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, კერძოდ, ეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესები განვითარდა, დაინგრა ხუთი სახლი. მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს. ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას. ადგილზე მობილიზებულია იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური. მუშაობენ ასევე გეოლოგები და დგინდება გამომწვევი მიზეზები“,- განაცხადა ტყიბულის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)