15:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 10:43:52, 377 ნახვა

პოლიტიკა
არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით "რესპუბლიკელების" გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „რესპუბლიკური პარტიიდან“ აცნობეს ეროვნული კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პარტიის ოფისში, დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროებს, რომელიც 12: 00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26–27 მარტს იმსჯელა.

მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწვეტილება მიიღო. პარტიაში კი აცხადებენ, რომ ყველა დეტალი პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics