|
2026-03-11 14:08:36, 2439 ნახვა
პოლიტიკა
WSJ: საუდის არაბეთი მილიონობით დოლარის ღირებულების უკრაინული დრონების შეძენას გეგმავს
საუდის არაბეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დრონების შესაძენად, რომლებიც ირანული დამრტყმელი უპილოტო აპარატების, „შაჰედების“ წინააღმდეგ გამოიყენება. ამის შესახებ The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, შესაძლო გარიგების ღირებულება მილიონობით დოლარს აღწევს, თუმცა შეთანხმებაზე საბოლოო დოკუმენტი ჯერ არ გაფორმებულა. ამასთან, საუდის არაბეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების შეძენაზეც. უკრაინული ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიც — კერძოდ, ყატარის წარმომადგენლები უკრაინაში ჩავიდნენ, რათა გაეცნონ უპილოტო აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემებს. WSJ აღნიშნავს, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტების გარდა დრონ-გამანადგურებლებსაც იყენებს, რომლებიც მტრის უპილოტო აპარატებს ეჯახებიან ან მათთან ახლოს ფეთქდებიან. გარდა ამისა, უკრაინა ეფექტურად იყენებს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, რომლებიც დრონების საკომუნიკაციო სიგნალებს ახშობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)