|
2026-03-11 00:18:51, 12979 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა აჩვენა, „Storm Shadow“-ის დარტყმები ბრიანსკში მდებარე ქარხანაზე - ვიდეო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ Storm Shadow-ის რაკეტებით ბრიანსკის მიკროელექტრონიკის ქარხანა „კრემნი ელ“ დაბომბეს. „რუსი აგრესორის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის სისტემატური შემცირების ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა წარმატებით დაბომბეს ბრიანსკის მიკროელექტრონიკის ქარხანა „კრემნი ელ“ Storm Shadow-ის საჰაერო რაკეტებით.“ კრემნი ელ რუსული „ზუსტი“ იარაღის წარმოების ჯაჭვის კრიტიკული რგოლია. ქარხანა სპეციალიზირებულია დისკრეტულ ნახევარგამტარულ ტექნოლოგიასა და ინტეგრირებულ სქემებზე, რომლებიც თანამედროვე იარაღის, კერძოდ, „ისკანდერის“ რაკეტის „ტვინს“ და „ნერვულ სისტემას“ წარმოადგენენ. დეტალები: გენერალურმა შტაბმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ეცემა რამდენიმე რაკეტა ქარხნის სახელოსნოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)