|
2026-03-10 15:04:12, 2975 ნახვა
პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი ოცნებას: გილოცავთ, ბრიუსელის ნაცვლად, თქვენ გეყოლებათ მეტი მოსკოვი
ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია - დღეს პეტრას აუსტრევიჩუსის მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართება. საქართველო მხოლოდ ჩამონათვალშია და კრიტიკულად არის შეფასებული. ყურადღება ძირითადად გამახვილებულია უკრაინაზე, მოლდოვასა და ბალკანეთის ქვეყნებზე. დოკუმენტში საუბარია რომ გაწევრიანების პროცესი მიღწევებზეა დაფუძნებული. როგორც პეტრას აუსტრევიჩუსმა "ევროკსოპთან" განაცხადა, რეზოლუციაში საქართველო მესამე ჯგუფშია, რაც ინტეგრაციის პოლიტიკის არარსებობას გულისხმობს. საქართველოს მთავრობას ქვეყანა არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიჰყავს - ამბობს ევროპარლამენტარი. აუსტრევიჩუსის თქმით, ქართულ ოცნებას ქვეყანა აღმოსავლეთისკენ მიჰყავს. ისა სევე საუბრობს საქართველოში პოლიტიკურდა დემოკრატიულ უკუსვლაზე. საქართველო ბრუნდება ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობაში, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. ასე რომ, გილოცავთ. ბრიუსელის ნაცვლად, თქვენ გეყოლებათ მეტი მოსკოვი - აცხადებს ევროპარლამენტარი. საქართველო არის ნახსენები რეზოლუციაში, მაგრამ ყველა კანდიდატ ქვეყანას სამ ჯგუფად დავყოფდი. სამწუხაროდ, საქართველო მესამე ჯგუფშია, რაც ინტეგრაციის პოლიტიკის არარსებობას გულისხმობს. ვხედავ, რომ საქართველოში ინტეგრაცია შეჩერებულია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყანა არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიჰყავს. და თუ ეს მთავრობის არჩევანია, მაშინ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული აღიარება ექნება და აქვს კიდეც. ასე რომ, საქართველო კრიტიკულად არის შეფასებული. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ დიდ შედეგებს, რაც ჩვენზე შთაბეჭდილებას მოახდენდა. პოლიტიკური, დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა.სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას ქვეყანა აღმოსავლეთისკენ მიჰყავს. ვხედავ, რომ საქართველო ბრუნდება ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობაში, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. ასე რომ, გილოცავთ. ბრიუსელის ნაცვლად, თქვენ გეყოლებათ მეტი მოსკოვი. ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოზე. ჩვენ ასე ვაფასებთ: ფაქტობრივად, ინტეგრაცია ჩიხშია. ვერ ვხედავთ საქართველოს წარმომადგენლებს. ისინი არ მოდიან აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრებზე. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ არ აქვთ არანაირი გზავნილი. ამიტომაც არ მოდიან. ვერ ხედავენ ამაში რაიმე სარგებელს. მაგრამ კარი ღიაა. თუმცა ვხედავთ, როგორ უხსნის კარს „ქართული ოცნება“ აღმოსავლეთის ინტეგრაციას. წარმატებებს გისურვებთ ქვეყნის წარსულში დაბრუნებაში", - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)