|
2026-03-09 17:11:44, 2683 ნახვა
პოლიტიკა
ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში განეიტრალდა
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური ტიპის რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში განთავსებული ნატოს თავდაცვის სისტემების ჩარევის შედეგად დასრულდა და რაკეტა წარმატებით იქნა განეიტრალებული. რაკეტის ნაწილები თურქეთის ქალაქ გაზიანთეპის ტერიტორიაზე, დაუმუშავებელ მიწაზე ჩამოვარდა. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი ან დაშავებულები არ მოჰყოლია. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ სტაბილურობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ თურქეთის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხეზე შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ იქნება მიღებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)