12:15 - 22 Jul, 2026
|
2026-02-28 11:11:43, 3876 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით - 1979 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდები და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)