|
2026-02-25 14:58:36, 2738 ნახვა
პოლიტიკა
PACE-ს 20-ზე მეტი დეპუტატი საქართველოში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე ევროსაბჭოს წერილით მიმართავს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 20-ზე მეტმა დეპუტატმა წერილობითი შეკითხვა გაუგზავნა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს და გენერალურ მდივანს საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების შესახებ. „ქიმიური იარაღის ექსპერტებზე, საქართველოს სპეცრაზმის მამხილებლებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით, BBC Eye-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოში დაწყებული პროევროპული დემონსტრაციების პირველ დღეებში, შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო ნივთიერება „კამიტი“. ეს არის აგენტი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა, თუმცა მისი მავნე ზემოქმედების გამო, 1930 წლისთვის ხმარებიდან ამოიღეს. საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძისადმი გაგზავნილ ბოლოდროინდელ მიმართვაში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხი უნდა განიხილებოდეს პროკურატურის მიერ სამართალდამცავების მხრიდან 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ძალის გამოყენების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რადგან აღნიშნული პრაქტიკა სერიოზულ კითხვებს ბადებს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის თვალსაზრისით“, – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების განცხადებაში. დეპუტატებს შემდეგი კითხვები აქვთ:
52-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მოითხოვს, ნებისმიერი წევრი სახელმწიფო (მათ შორის საქართველოც) ვალდებულია წარადგინოს განმარტება იმის შესახებ, თუ: როგორ უზრუნველყოფს მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა კონვენციის ამა თუ იმ უფლების რეალურ და ეფექტიან დაცვას. ევროპის საბჭო არ არის ევროკავშირი. ევროპის საბჭო არის ადამინის უფლებების დასაცავად შექმნილი გაერთიანება, რომლის წევრიცაა საქართველო. შესაბამისად, იქ მიღებული გადაწყვეტილებების ნაწილი საქართველოსთვის სავალდებულოდ (ზოგი იურიდიულად, ზოგიც პოლიტიკურად) შესასრულებელია. სწორედ ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებობს სტრასბურგის სასამართლო: საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, თუ ის თვლის, რომ ქვეყანაში მისი უფლებები დაირღვა და სამართალი ვერ იპოვა, შეუძლია უჩივლოს სახელმწიფოს სტრასბურგში. იქვე ავენეციის კომისიაც, ეს არის ევროპის საბჭოს ორგანო, რომელიც საქართველოს ეხმარება კანონების დახვეწაში (მაგალითად, საარჩევნო კოდექსი ან სასამართლო რეფორმა). საბჭო მუდმივად აკვირდება, რამდენად იცავს საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)