|
2016-03-30 14:20:49, 1222 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობამ 6 ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადასცა
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განკარგულებით და შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, 6 ეკომიგრანტ ოჯახს, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში 6 ბინა საკუთრებაში გადაეცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახები სტიქიის შედეგად სხვადასხვა დროს დაზარალდნენ. ბინები ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდა. პროცედურას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, 2013-2015 წწ აჭარის მთავრობამ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სტიქით დაზარალებულ 243 ოჯახს გადასცა. 2016 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდა ,,ეკომიგრანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამა, რომლის ფარგლებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)