|
2026-02-25 14:05:10, 4794 ნახვა
სამართალი
შსს-მ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პოლიციის განყოფილების უფროსი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განხორციელებისას, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. კერძოდ, ბრალდებულმა სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის შემდგენ პირს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ტვირთის გადაადგილების მარშრუტისა და კილომეტრაჟის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე ოფიციალურ აქტში დამკვეთის სასარგებლოდ დააფიქსირა უფრო ნაკლები კილომეტრაჟი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავეს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)