|
2026-02-25 10:32:28, 19910 ნახვა
High - Tech
ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი რუსეთზე - სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია
Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა რუსეთში მის წინააღმდეგ „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის“ ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას დაუკავშირა. მან შესაბამისი კომენტარი თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა. „რუსეთმა ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „ტერორიზმის ხელშეწყობის“ ბრალდებით აღძრა. ყოველდღე, ხელისუფლება ახალ საბაბს პოულობს რუსებისთვის Telegram-ზე წვდომის შეზღუდვის მიზნით, რადგან ისინი ცდილობენ პირადი ცხოვრებისა და სიტყვის თავისუფლების უფლების ჩახშობას. ეს სამწუხარო სანახაობაა - სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია“, - წერს დუროვი. 24 თებერვალს, პროპაგანდისტულმა გამოცემებმა „როსიისკაია გაზეტამ“ (RG) და „კომსომოლსკაია პრავდამ“ (KP), FSB-ის მასალებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები Telegram-ის დამფუძნებლის ქმედებებს „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის“ მუხლით იძიებენ (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლის 1.1 ნაწილი). გამოცემები აცხადებენ, რომ ომის კონტექსტში, მესენჯერი „ნატოს ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისა და კიევის რეჟიმის მთავარ ინსტრუმენტად იქცა“. გარდა ამისა, როგორც KP აღნიშნავს, Telegram-მა არ შეასრულა როსკომნადზორის მოთხოვნა 154 000-ზე მეტი არხისა და ბოტის წაშლის შესახებ, რომლებიც „ექსტრემიზმისკენ მოწოდებებსა და ცრუ ინფორმაციას“ ავრცელებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)