|
2016-03-30 13:34:45, 394 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს ენერგომარეგულირებელი უწყების შესაძლებლობებს აძლიერებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში თვინინგის მეორე პროექტი დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, 1 მილიონი ევროს ღირებულების თვინინგის პროექტი შეეხება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) შესაძლებლობების გაძლიერებას ხარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში. 21 თვის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ხარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგის მექანიზმების, პროცედურებისა და ინსტრუმენტების შესამუშავებლად, დახმარებას გაუწევენ კოლეგები ევროპის მარეგულირებელი კომისიებიდან-E-Control-დან (ავსტრია), NCC-დან (ლიტვა) და BNetza-დან (გერმანია). დღეს კი, სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში თვინინგის პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ევროპული სტანდარტების დანერგვას. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაზე, ბაზრის მონიტორინგისა და ხარჯების უდიტის მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავების მნიშვნელობაზე, ენერგეტიკული გაერთიანების მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შსრულების მიზნით. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში თვინინგის პროექტების განხორციელება ევროპულ ღირებულებებთან მიახლოების საშუალებაა. სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამჟამად, საქართველოში ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესება განსაკუთრებით დიდია. ლიტვის მარეგულირებელი უწყების თავმჯდომარე ინგა ზილიენემ ყურადღება საქართველოსა და ლიტვას შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. წამყვანი ავსტრიული პარტნიორის, E-Control-ის კონკურენციისა და რეგულირების დეპარტამენტის დირექტორმა, იოჰანეს მაიერმა ენერგეტიკის სფეროში იმ სარგებელზე ისაუბრა, რაც დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებასა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასთან. პრეზენტაციების ფარგლებში და დაამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, პროექტის ლიდერებმა-დიტმარ პრაინსტორფერმა (E-Control-ი, ავსტრია), ვიგანტას ვაიტკუსმა (NCC) და გოჩა შონიამ (სემეკი) დაწვრილებით ისაუბრეს პროექტის შინაარსზე, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)