|
2015-01-07 18:59:56, 5022 ნახვა
მსოფლიო
„Charlie Hebdo“-ზე თავდასხმისას, მისი მთავარი რედაქტორი დაიღუპა
ფრანგულ სატირულ ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმისას, მისი მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონიე დაიღუპა. „დეილი ტელეგრაფის“ ინფორმაციით, შარბონიე მოჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების პუბლიკაციისთვის „ალ ქაიდას“ შავ სიაში იყო. ჟურნალზე თავდასხმა დილის თათბირის დროს მოხდა, როდესაც რედაქციაში ყველა ჟურნალისტი და კარიკატურისტი იმყოფებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალის ოფიციალური „ტვიტერის“ აქაუნთში, თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოქვეყნდა. ტერაქტის შემდეგ თავდამსხმელები ყვირილით - „ალაჰ აქბარ“ და „წინასწარმეტყველისთვის შური ვიძიეთ“ გარბოდნენ. პარიზში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. მთავრობამ დამატებითი დაცვა ყველა მედიასაშუალების ოფისს, კულტურულ ძეგლებს, სამთავრობო დაწესებულებებს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და მსხვილ მაღაზიებს გამოუყო. განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი ასევე მასობრივი თავშეყრის ადგილები. შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)