|
2026-02-21 10:55:58, 29285 ნახვა
კულტურა
კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვეს
კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვეს. მსახიობებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს. "დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი. დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ." - ვკითხულობთ მსახიობების იდენტურ განცხადებებში. ცნობისთვის, 20 თებერვალს, აბაშიძის თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს რეჟიმის პატიმრობაში მყოფი მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი. მსახიობების გადაწყვეტილება თეატრის ფასადიდან სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას უკავშირდება. 19 თებერვალს სამთავრობო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს თეატრის ფასადის ცენტრიდან, სადაც ის წელიწადზე მეტ ხანს იყო გადმოფენილი. აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს მსახიობის კოლეგებმა, თავდაპირველად ბანერი ჯერ ხელით ეკავათ, შემდეგ ტელეკომპანიის პროექტი ბანერის გვერდით გადმოფინეს, თუმცა, მეორე დღეს ბანერი მაინც ჩამოხსნეს. აქციების დროს დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს ივანიშვილის რეჟიმმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)