14:17 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 11:20:21, 333 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის პარალელურად უნგრეთში ბიზნეს ფორუმი გაიმართა

უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, 2016 წლის 29 მარტს გაიმართა ბიზნეს-ფორუმი. ღონისძიების ორგანიზატორი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად უნგრეთის სავაჭრო სახლი და საქართველოს საინვესტიციო სააგენტო იყვნენ.

ბიზნეს ფორუმი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გახსნეს. მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ ბიზნესმენებს მოუწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებისკენ და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, ხელი შეუწყოს უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. უნგრელ ბიზნესმენებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და  იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქვეყანა თამაშობს რეგიონალური, ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების განხორციელების მიმართულებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ქართველი, ბიზნესმენები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები უნგრეთიდან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics