|
2026-02-18 17:02:49, 2109 ნახვა
სამართალი
ძმები მიქაძეების სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს
ძმები მიქაძეების სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ შსს-ში დაადასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება საქალაქო სასამართლოს ეზოში ცოტა ხნის წინ იყო. ერთმანეთს ძმები მიქაძეებისა და მოკლული ლევან ჯანგველაძის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ სასამართლოს ეზოში შეკრებილი ათობით ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებოდა, დაპირისპირებისას დაიმტვრა იქვე მდგარი ავტომობილიც. ოთხშაბათს, 18 თებერვალს, იყო ბიზნესმენი ძმების, დავით და გიორგი მიქაძეების, ასევე გიორგი ჯოხაძის მორიგი სასამართლო სხდომა. მათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება ედებათ ბრალად. ჯოხაძესა და მიქაძეებს ბრალი 2025 წლის აგვისტოში წაუყენეს - ოთხი თვით ადრე მანამ, სანამ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დაადანაშაულებდნენ ამავე საქმეში. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ არიან. გიორგი მიქაძე „წინასწარ პატიმრობაშია“. 18 თებერვალსვე მიქაძეებსა და ოთარ ფარცხალაძეს დამატებითი ბრალდება წაუყენეს - „ქოლცენტრების სქემასთან“ დაკავშირებით; დააკავეს „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე, რომელსაც ამავე სქემაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)