|
2026-02-18 14:24:07, 770 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ქორწინების კუთხით ინტერესი შემცირებულია, ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე
ქორწინების კუთხით ინტერესი არის შემცირებული, ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე, მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, ყველგან, სადაც ინტენსიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, მძიმე პროცესებია დაწყებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას. ასევე, საინტერესო დეტალი - მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში, 2014 წლიდან არის მომატებული მაჩვენებელი და სტაბილურად არის მაღალ დონეზე შენარჩუნებული. მკვეთრად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს. გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, დადებითი გაგებით. საჭიროა, შეიცვალოს ადამიანების მსოფლმხედველობა. ქორწინების კუთხით ინტერესი არის შემცირებული. ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე. მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყველგან, სადაც ინტენსიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, არის პრობლემები. ჩრდილოეთ ამერიკაშიც, და კონკრეტულად, აშშ-შიც ძირითადად იმიგრაციის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი დონე. სადაც აქტიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური, სინამდვილეში, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, ყველგან არის ძალიან მძიმე პროცესები დაწყებული. თქვენ გახსოვთ ე.წ. გენდერული პოლიტიკა, ლგბტ პროპაგანდა და ა. შ. ამას დაუპირისპირდა სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ამ კანონთან დაკავშირებითაც, ხედავთ, რამხელა კრიტიკა წამოვიდა, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე, მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ზომების მიღება, იმისათვის, რომ შეიცვალოს საზოგადოების მსოფლმხედველობა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად, ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას", - განაცხადა პრემიერმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)