12:46 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-17 21:00:12, 2924 ნახვა

ეკონომიკა
Yandex Eats საქართველოს მიტანის ბაზარს ტოვებს

Yandex Eats-ის მიტანის სერვისი საქართველოს ბაზარს ტოვებს. კომპანიის ოპერაციების ხელმძღვანელმა, გეორგი ჩოლარიამ, ამის შესახებ LinkedIn-ზე განაცხადა.

მან განაცხადა, რომ მიღებულ იქნა „ადგილობრივი ოპერაციების შეწყვეტის გლობალური გადაწყვეტილება“.

ჩოლარიამ აღნიშნა, რომ ამაყობს პროექტით, რადგან ბიზნესი გარდაიქმნა „სტრუქტურირებულ, შედეგებზე ორიენტირებულ ოპერაციად, მკაფიო ანგარიშვალდებულებით და შესრულების მაღალი სტანდარტებით“.

„2025 წელს ჩვენმა ბაზარმა აჩვენა კომპანიის ყველა საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე მაღალი ოპერაციული შედეგები - თავდადების, დისციპლინისა და თანმიმდევრული ლიდერობის წყალობით. მადლობა ყველას, ვინც ამ მოგზაურობის ნაწილი იყო. ძლიერი გუნდების შექმნა და კონკურენტულ გარემოში შედეგების მიღწევა არასდროს არის ადვილი - და სწორედ ეს ხდის ამ სამუშაოს მნიშვნელოვანს“, - წერს ის.

Yandex Eats საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში, ხოლო 2025 წლის ივნისში აჭარაში Yandex Go აპლიკაციის საშუალებით დაიწყო ფუნქციონირება, სადაც სხვადასხვა დაწესებულებაში აქციებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

Yandex Taxi ქვეყანაში 2016 წლის აგვისტოდან ოპერირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics