|
2026-02-17 13:55:05, 990 ნახვა
საზოგადოება
შსს: თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავაკავეთ
ქართული ოცნების შს სამინისტროს განცხადებით, თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა, თბილისში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მისი ნაცნობის - ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქის თითქოსდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა 3 000 აშშ დოლარი, საიდანაც 500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვა. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4 - დან 7 - წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)