|
2026-02-17 10:49:01, 1427 ნახვა
სამართალი
ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, ნიგერიის, კუბის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, მოლდოვას, სუდანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის - მოქალაქეები. გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, ნიგერიის, კუბის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, მოლდოვას, სუდანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის - ჯამში 57 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ," - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)