|
2026-02-15 20:42:11, 1167 ნახვა
საზოგადოება
დოროთე ყურაშვილის 90 წლის დედა, რომელიც მონაზონია სხვა დედაოებთან ერთად ბეთლემის ტაძრიდან გამოაგდეს - არქიმანდრიტი ილია თოლორაია
მამა დოროთეს (ყურაშვილი) ტაძრიდან გაშვების შემდეგ დედა ეფემია, რომელიც 90 წლისაა და დოროთეს დედაა, ასევე სხვა დედები, რომლებიც მას უვლიდნენ, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მამაოს ახლობელმა შეიკედლა ისინი თავის ბინაში. - წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს "მამა დოროთეს დედა, მონაზონი ეფემია, 90 წლისაა. ავადმყოფობს, კვირაში ორჯერ დაჰყავთ დიალიზზე, სჭირდება ჟანგბადი. ცხოვრობდა ქვემო ბეთლემის ტაძარში დედებთან ერთად, სადაც მამა დოროთე იყო წინამძღვარი. მამაოს ტაძრიდან გაშვების შემდეგ დედა ეფემია, დედები, რომლებიც მას უვლიდნენ, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მამაოს ახლობელმა შეიკედლა ისინი თავის ბინაში. მამაოს ჩამოართვეს ტაძარი, შეუჩერეს მღვდლობა — რომელიც მისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, თავისი პატიოსანი მოღვაწეობით მოპოვებული. ხელისუფლება მილიონებს უხდის საპატრიარქოს. ბოტკოველისა და ჯაღმაიძის სიმდიდრეებიც მილიონებს სცდება. მართალი მღვდლის დასჯის სანაცვლოდ მიწებს იღებენ მთავრობისგან, ქრისტეს ყიდიან და შვილებს ამდიდრებენ. მოსაყდრე შიო კი მათ მფარველობს. ხელისუფლება ამ ჯგუფს ეუბნება: თქვენ მიწებს გჩუქნით, კანონს დაარღვევთ — არ დაგსჯით, მაგრამ ვინც ჩვენ წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სიტყვას იტყვის, იმოქმედეთ და დასაჯეთ. მათაც აღასრულეს ეს დავალება, როგორც ვხედავთ. ჟურნალისტებს კი გაშმაგებით ებრძვიან, ეკლესიის მტრებად აცხადებენ, რადგან ჟურნალისტები მათ ბნელ საქმეებს ააშკარავებენ. ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს და ასეთი მოსაყდრე შიო, ჯაღმაიძე, ბოტკოველი... და ესენი მართავენ საპატრიარქოს, ეკლესიას, რა ვთქვი არასწორი, როცა მოსაყდრე შიოს ეგზარქოსი ვუწოდე?" - წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)