|
2026-02-13 14:51:56, 866 ნახვა
პოლიტიკა
დათუნაშვილი: ჩვენ არ ვსაუბრობთ ქვეყნიდან ვინმეს გაძევებაზე, ვსაუბრობთ ანკლავურ განვითარებაზე, რომელიც იყო და იქნება პრობლემა
რიცხვებითა და სიტყვებით ვინმე თუ ჟონგლიორობს, ის ივანიშვილის ცირკის გაწვრთნილი მოზვერია, რომელიც ტყუილებს აფრქვევს აქეთ და იქით, ფაშისტური კონოტაცია თავისთან სახლში მოიკითხოს, მონღოლეთში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისის და გონიოს მახლობლად ეთნიკურად კონცენტრირებული ანკლავები არ უნდა შეიქმნას. „მიგრაციასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციონირებას რაც შეეხება, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ქვეყანაში ეროვნულ შუღლს არ ვაღვივებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ორ უმნიშვნელოვანეს წერტილში თბილისის და გონიოს მახლობლად ეთნიკურად კონცენტრირებული ანკლავები არ უნდა შეიქმნას. ანკლავური დასახლება არის პრობლემა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რადგან საქართველოს ცუდი გამოცდილება აქვს ანკლავური განვითარების. პაპუაშვილმა ეს ან არ იცის, ან როგორც კლასიკური მოღალატე, ამაზე თვალს ხუჭავს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. მისი თქმით, „ლელოს“ წევრები არ საუბრობენ მიგრაციის პრობლემებზე, არამედ საუბრობენ ანკლავების პრობლემაზე. „ქართული ოცნება“ სამარცხვინო მასკარადს აწყობს, იხილეთ მიგრაციის სამსახურის საიტი, სადაც დემონსტრაციული საზიზღარი სანახავი გაძევებები აქვთ. ჩვენ არ ვლაპარაკობთ არავის გაძევებაზე ამ ქვეყნიდან, ჩვენ ვამბობთ, რომ ანკლავური განვითარება და კომუნოტარული ურბანული განვითარება ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო პრობლემა, ახლაც პრობლემაა და მომავალშიც იქნება, მაგრამ მოღალატეებს, სამშობლოს მტრებს და რუსეთის აგენტებს ეს არ აინტერესებთ და ამაზე აწყობენ თავის ყველაზე შავრაზმულ ბინძურ ინსტიქტებს, როგორიც არის ეს რაღაცა მიგრაციის შეზღუდვა და ადამიანების ქვეყნიდან გაყრა. ჩვენ პრობლემა გვაქვს ანკლავურ განვითარებასთან, მასიურ შემოდინებასთან იმ სახელმწიფოდან, რომლებიც ჩვენდამი მტრულად არიან განწყობილი, რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ რა უნდა ელაპარაკო აზრიანად და კონსტრუქციულად ადამიანებს, რომლებიც საღამოობით ჩაის სვამენ ხოლმე ირანის ისლამური რესპუბლიკის მიღებებზე, პირსისხლიან რეჟიმთან ერთად ფლირტით არიან დაკავებულები“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)