|
2026-02-12 14:57:28, 11995 ნახვა
სპორტი
ოლიმპიადას ჩამოაშორეს უკრაინელი სპორტსმენი, რომელმაც ხსოვნის ჩაფხუტით ასპარეზობდა
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მონაწილე, უკრაინელი სკელეტონისტი ვლადისლავ ჰერასკევიჩი დისკვალიფიცირებულია მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან აკრძალვის მიუხედავად, უარი არ თქვა „ხსოვნის ჩაფხუტით“ ასპარეზობაზე. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან ჰერასკევიჩის ჩამოშორების გადაწყვეტილება დღეს, 12 თებერვალს გამოაცხადა. ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ოლიმპიადაში ჰერასკევიჩის მონაწილეობა ძალიან სურდათ, ამიტომ კომიტეტის წარმომადგენლებმა როგორც წერილობით, ისე არაერთხელ შეხვედრისას განუმარტეს, რომ მსგავსი ჩაფხუტი არ შეესაბამება ოლიმპიურ ქარტიას და სპორტსმენთა თვითგამოხატვის წესებს, ამიტომ შესთავაზეს ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორის შავი სამკლავური და ჩაფხუტის საჯაროდ დემონსტრირება ასპარეზობების შემდეგ, რასაც ჰერასკევიჩი არ დასთანხმდა. კომიტეტის თანახმად, უკრაინელმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ დღეს, 12 თებერვალს, ამ ჩაფხუტთ იასპარეზებდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს, შეჯიბრების წინ კომიტეტის პრეზიდენტი კირსტი კოვენტრი პირადად შეხვდა უკრაინელ სპორტსმენს და კომიტეტის პოზიცია კიდევ ერთხელ განუმარტა, თუმცა ვლადისლავ ჰერასკევიჩმა გადაწყვეტილების შეცვლაზე უარი თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)