|
2026-02-12 10:56:41, 1336 ნახვა
სამართალი
თბილისში, მაღაზიის ძარცვის ფაქტზე 16 წლის, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს
პოლიციამ თბილისში, მაღაზიის ძარცვის ფაქტზე 16 წლის, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.გ. დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 2010 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)