|
2026-02-09 16:33:31, 987 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც ქმნის განათლების შესაძლებლობებს მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების საგაზაფხულო მიღება იწყება: STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში გაზაფხულის სემესტრზე მიღება დაიწყო და 2 მარტამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. STEM სკოლა მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები იღებენ როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ცოდნას მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. მასში მონაწილეობის მიღება VII-XI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს. ინფორმაციისთვის, STEM სკოლა უკვე 2000-მდე მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია. Code IT პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, Code IT-ზე მიღება დაიწყო. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს. Code IT საქართველოს ბანკის, ICT-ის ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებულ 14-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში – ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. Code-IT-ის ფარგლებში, ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს და პროგრამაზე სწავლა სრულად არის დაფინანსებული. Code IT-ს კურსზე რეგისტრაცია 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, სწავლა კი 10 მარტს დაიწყება. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება. ევერესტი მოსწავლეებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. ევერესტის საგაზაფხულო სეზონზე რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება და 27 მარტამდე გაგრძელდება. პირველი ტური ონლაინ გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ. მეორე ტური კი დასწრებული ფორმატით 28 და 29 მარტს ჩატარდება. რეგისტრაციისთვის და ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. ფინანსური განათლების სასერთიფიკატო კურსები ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტს - ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს იწყებს. ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან. ინიციატივის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი სტუდენტებთან გამართავს. შეხვედრა 21 თებერვალს, 13:00 საათზე, თამარ ჭოველიძის 7-ში, Lolita-ს მე-3 სართულის სივრცეში ჩატარდება. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს ბანკისა და პარტნიორების სერტიფიკატები. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზებით, მასწავლებლების კონკურსზე განაცხადების მიღება მარტიდან დაიწყება. პროექტის მიზანი ისეთი პედაგოგების გამოვლენაა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ განათლების სფეროში. ამისათვის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, ნომინირება გაუწიოს მასწავლებელს ან თავად წარადგინოს განაცხადი ვებგვერდზე www.tprize.ge ეს ყველაფერი საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)