03:24 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 11:01:32, 451 ნახვა

ეკონომიკა
არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და თანამედროვე ბიზნესინსტრუმენტების გაზიარებას.

10 თებერვალს, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, გაიმართება ვორკშოპი „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“, რომელსაც ნანა აბურჯანიძე - ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Solutioneer-ის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება.

ვორკშოპის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ქალი მეწარმეებს თანამედროვე ბაზრის რეალობასთან ადაპტირებულ, პრაქტიკულ მიდგომებში, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას, მომხმარებელთან უფრო ეფექტიან კომუნიკაციას და კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებას.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

  • რა არის გაყიდვების მიმართულებით ძირითადი გამოწვევები დღეს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე;
  • როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, სტრატეგიები და ტაქტიკები ბოლო წლებში;
  • რა როლი აქვს სწორ, მიზნობრივ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში;
  • როგორ ტრანსფორმირდა B2C და B2B მომხმარებლის ქცევა და სხვა.

ვორკშოპი ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში - ლოკალური და საერთაშორისო ბრენდების პრაქტიკული ქეისების განხილვითა და სხვადასხვა ინდუსტრიის მაგალითების გაზიარებით. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები საკუთარი ბიზნესის კონტექსტიდან და მიიღონ რეკომენდაციები რეალური გამოწვევების გადასაჭრელად.

ღონისძიება გაიმართება 10 თებერვალს, 17:00 საათზე,
საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია, საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკი, პლატფორმა Business 360˚-ის ფარგლებში, განაგრძობს ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებსკურსებს, ვორკშოპებს, კვლევებსა და პრაქტიკულ ინიციატივებს მეწარმეებისთვის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics