|
2026-02-06 12:18:53, 915 ნახვა
საზოგადოება
Fire wok, ბამბუ - სეს-მა საწარმოო პროცესი თბილისში კვების 9 ობიექტს შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა, საიდანაც 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბისნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. "კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია: 1. შპს ,,კოსმო ინკ“, ბრენდული დასახელება Fire wok (ს/კ 402029185; მის: ქ. თბილისი, დადიანის 20); 2. ინდმეწარმე ჰ. ს. (მის: გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16); 3. შპს "მიაო ჯია" (მის: თაბუკაშვილის ქუჩა 6); 4. შპს ,"იომი 1977" (ს/კ 404747716, მის. გამრეკელის 3); 5. ინდმეწარმე დ. ქ. (სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (მის: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ. მ/ტ); 6. შპს "რ ნ ა ენთერფრაისი", (მის: შ. ნუცუბიძის 2); 7. შპს "ალ მადინა კეივ" (მის: ტეტელაშვილის ქუჩა 2); 8. შპს "იოკო აზია"(კაფე-ბარი რესტორანი; ს/კ 405727129, მის: ჭავჭავაძის ქ. N19); 9. შპს "ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ", ჩინური რესტორანი "ბამბუ" (;ს/კ 405649794, მის: ქ. თბილისი, ბუდაპეშტის 32). კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გარდა, გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას." - წერია განცხადებაში.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)