|
2026-02-05 16:52:56, 730 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ - დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან
დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და არც სამზარეულოდან. მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება - ვერ ეღირსებით! - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, „გიყვარვარ თუ გკიდივარ“ კანონის დარეგისტრირება, გროტესკის ახალი მწვერვალია. „საკმაოდ სასარგებლოა ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი „ქოცების“ ყურება. პირდაპირ მიგვითითებენ ჩვენი ბრძოლის სისწორეზე და სტრატეგიის შედეგიანობაზე. დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და არც სამზარეულოდან. მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება - ვერ ეღირსებით! ახლა მე იმ ადგილიდან მოგმართავთ, რომელშიც ვითომ იმისთვის ჩამსვით, რომ მაიძულოთ გაღიაროთ. ოღონდ გამოუტყდით თქვენს თავებს, რომ ჩვენ ორს შორის ცუდად თქვენ ხართ და არა მე. „გიყვარვარ თუ გკიდივარ“ კანონის დარეგისტრირება, გროტესკის ახალი მწვერვალია. მთელ ამ მძიმე ამბებთან ერთად, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არ მტოვებს განცდა, რომ მაიმუნი შეიპარა თვითმფრინავის საჭესთან. ბოლომდე!“ - წერს ხოშტარია.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)