|
2026-02-04 00:02:08, 805 ნახვა
პოლიტიკა
Axios: ირანი აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილის და ფორმატის შეცვლას ითხოვს
ირანმა აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის ცვლილება მოითხოვა. ინფორმაციას გამოცემა Axios ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეხვედრა პარასკევს, სტამბოლში იყო დაგეგმილი, ახლა კი თეირანი ითხოვს, რომ მოლაპარაკებები ომანში გაიმართოს. გამოცემის ცნობით, ირანის მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკებები ჩატარდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ირანსა და აშშ-ს შორის და არა რამდენიმე არაბული ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და აბას არაღჩის შეხვედრა 6 თებერვალს, სტამბოლში იყო დაგეგმილი. ამასთან, ცოტა ხნის წინ Reuters-მა დაწერა, რომ აშშ-მა ჩამოაგდო ირანული დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში აშშ-ის ავიამზიდს უახლოვდებოდა - პარალელურად, Financial Time-მა მიუთითა, რომ ირანის დრონებისა და შეიარაღებული კატარღების "აგრესიულმა" მოქმედებებმა შესაძლოა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვიოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)