|
2026-02-03 14:09:20, 1183 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
თიბისისთვის ბიზნესების ყოველდღიურობის გამარტივება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისთვის, რომ მეწარმეებმა ბანკთან ურთიერთობისას ნაკლები დრო დახარჯონ და ოპერაციები დისტანციურად შეასრულონ, თიბისის ბიზნესმობაილბანკს მუდმივად ემატება მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალები. პარალელურად, იხვეწება არსებული სერვისები და პროდუქტები, რაც ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. 2025 წელს, თიბისის ბიზნესმობაილბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მეწარმეებს ფინანსური ოპერაციების სწრაფად და მარტივად შესრულების შესაძლებლობას აძლევს.
ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, თიბისის მომხმარებელი 90 წამში, სრულად ონლაინ გახდეს, დამატებითი დოკუმენტებისა და პროცედურების გარეშე.
ინდივიდუალურ მეწარმეებს უკვე აქვთ ბიზნეს მობაილბანკით სარგებლობის შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი ფიზიკური პირის მობაილბანკს იყენებს, ბიზნეს მობაილბანკის ჩამოტვირთვას და რეგისტრაციის გავლას იმავე იუზერით (Face ID, იუზერი და პაროლი) შეძლებს.
ბიზნეს მობაილბანკში შესაძლებელია ანგარიშის ნომრის QR კოდის გენერირება. ფუნქციონალი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ტერმინალი ან ანგარიშის ნომრის ხელით გაზიარება უწევთ. QR კოდით სარგებლობისთვის, იმ ანგარიშის ნომერს უნდა დააჭიროთ, რომლის QR-ის გაზიარებაც გსურთ. ამის შემდეგ, კოდი ავტომატურად დაგენერირდება.
ბიზნეს ინტერნეტბანკს ინვოისის შაბლონი დაემატა, რაც ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მხოლოდ სავალდებულო ველების შევსებით მიიღონ გამზადებული დოკუმენტი.
კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა აქვს, ბიზნეს მობაილბანკში დაამატოს თანამშრომლები და მიანიჭოს მათ კონკრეტული უფლებები (დადასტურება, რედაქტირება და სხვა). უფლებების მინიჭება შესაძლებელია განსაზღვრული დროით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დროის გახანგრძლივებაც.
ბიზნესმომხმარებლებს ე.წ. ონბორდინგის დასრულების შემდეგ, ანგარიშის გახსნა უკვე დისტანციურად, ბიზნესმობაილბანკიდან შეუძლიათ. ბიზნესების საქმიანობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს მობაილბანკს, 2026 წელს, კიდევ არაერთი სიახლე დაემატება.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)