13:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 13:28:33, 535 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდება

 საქართველოს იუსტიციის მინისტრი  თეა წულუკიანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევთან პარიზში შეხვედრას გამართავს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,  თეა წულუკიანი, როგორც მიგრაციის სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელი და ტრეფიკინგის წინააღმდეგ, ანტიკორუფციული, აგრეთვე, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოების თავმჯდომარე, ფრანგ მინისტრს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ ესაუბრება.

მათივე ინფორმაციით, მინისტრები საქართველოსა და საფრანგეთისათვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ; ისაუბრებენ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მიგრაციის მართვის, დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხებზე; იმსჯელებენ საქართველოდან საფრანგეთში მიგრაციის ნაკადების მართვის საკითხსა და დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის გაძლიერებაზე; განიხილავენ საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე ორი ქვეყნის პოლიციებს შორის თანამშრომლობის ხარისხს; პირადობის დამადასტურებელი საბუთების, მათ შორის, ნეიტრალური დოკუმენტების, უსაფრთხოების საკითხს; ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას საფრანგეთში არალეგალურად მყოფი პირების საქართველოში დაბრუნების მიზნით (რეადმისია); ნარკოტიკებთან, კორუფციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის თემებს. საუბრისას მინისტრები შეეხებიან ტერორიზმის საფრთხეებს.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის თეა წულუკიანის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად ფრანგ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიც შეხვდება.

თეა წულუკიანი ბერნარ კაზნევს შარშან რიგის სამიტის წინაც შეხვდა. როგორც მაშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის პროცესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ საქართველოს შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, რომლებიც მიგრაციისა და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე არიან პასუხისმგებელნი. თეა წულუკიანმა ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებთან ინდივიდუალურ რეჟიმში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics