|
2026-01-29 12:39:45, 726 ნახვა
პოლიტიკა
მარტა კოსი - არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს და მოქმედებს
არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს და მოქმედებს. - თქვა ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე. განცხადებას "ევროსკოპი" ავრცელებს. "მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც მუშაობს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ქვეყანა სულ უფრო შორდება სამომავლო ევროპულ პერსპექტივას. ერთადერთი რამ რაც შემიძლია მთავრობის მიმართ გავაკეთო არის მოწოდება შეწყვიტონ ეს ნონსენსი და და დაიწყონ მუშაობა ევრიოპული მომავლისთვის, რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას და რა თქმა უნდა მედიას- გთხოვთ გაუძელით." - განაცხადა მარტა კოსმა. გუშინ "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. მათ შორის, გაამკაცრა გრანტების შესახებ კანონი და წესდებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლებლობის შეტანაც დააანონსა. მათივე ინიციატივით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)