06:04 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-27 10:47:08, 753 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის გაეროში წარმომადგენელმა, შეაქო ოცნების რეჟიმი სასამართლო სისტემის, პოლიციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისთვის.

გაეროს ადამიანის უფლებების შესახებ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 51-ე სესიაზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, რუსლან სტროგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმირებისა და კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებებს.

„ჩვენ აღვნიშნავთ თბილისის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერებას, მათ შორის, წინა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ციკლის რეკომენდაციების განხორციელებისკენ მიმართული ახალი კანონების მიღებით.

ჩვენ ვაფასებთ ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ გააგრძელოს მისი განხორციელება“, - აღნიშნა სტროგანოვმა.

რუსი წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი აღნიშნავს „საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად“.

რუსმა დიპლომატმა თავის რეკომენდაციებს შორის აღნიშნა პენიტენციურ სისტემაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად დამატებითი ძალისხმევის საჭიროება, კერძოდ:





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics