|
2026-01-25 15:43:58, 5917 ნახვა
სამხედრო
ჩინეთი მაღალი რანგის გენერლებს საქმეს იძიებს
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა გამოძიება ცენტრალური სამხედრო კომისიის უფროსის მოადგილის, ჟანგ იუქსიას და გაერთიანებული შტაბის უფროსის, ლიუ ჟენლის წინააღმდეგ, „დისციპლინისა და კანონის სერიოზული დარღვევების“ ეჭვმიტანილების საფუძველზე. ჟანგ იუქსია ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ ითვლება და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრია. გამოძიება სამხედრო ხელმძღვანელობის წმენდის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ეპიზოდად იქცა სამხედრო მოდერნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფონზე. რამდენიმე წყარო ირწმუნება, რომ ეს შეიძლება არა მხოლოდ კორუფციას, არამედ შესაძლო გადატრიალების მცდელობასაც მოიცავდეს. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ჯარების სარდლობა დროებით ცენტრალურ სამხედრო კომისიაში არის ცენტრალიზებული, ბრძანებები კი უსაფრთხო საკომუნიკაციო არხებით გადაიცემა. სამხედრო დანაყოფები მოყვანილია მაღალ მზადყოფნაში, ჯარების გადაადგილება შეზღუდულია და პერსონალს მობილური ტელეფონები ჩამოერთვა ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)