|
2016-03-29 11:23:14, 495 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 29-30 მარტს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრები უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, უნგრეთის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილავენ საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტს, სადაც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „საქართველოს ევროპული გზა".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)